იაპონია მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ბრძოლის ველს წარმოადგენდა. მისი მდებარეობის გამო უცხო მტერთა შემოსევები ძალზედ იშვიათი იყო. ამიტომ ომები ძირითადად ფეოდალური ხასიათის იყო. ეს კონფლიქტები საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და ბევრი გადამწყვეტი ბრძოლაც მომხდარა, მაგრამ ალბათ არც ერთი მათგანი არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სეკიგაჰარას ბრძოლა.
მე–15 საუკუნის ბოლოს იაპონიაში დაიწყო სენგოკუს, ანუ მეომარი სამეფოების ეპოქა. უკვე რამდენიმე საუკუნე იმპერატორთა ძალაუფლება მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენდა და ახლა ნამდვილმა მმართველებმაც, აშიკაგას კლანის შოგუნებმაც (სამხედრო მმართველებმა) დაკარგეს კონტროლი. მუდმივი რეგიონული კონფლიქტებისა და ეკონომიკური დაქვეითების გამო ქვეყანა მძიმე დღეში იყო.
მალე გამოჩნდა მხედართმთავარი, სახელად ოდა ნობუნაგა, რომელმაც 1559 წელს წესრიგი დაამყარა თავის სამთავროში ოვარის პროვინციაში. ერთი წლის შემდეგ ნობუნაგამ წარმატებით მოიგერია იმაგავას კლანის შემოტევა. 1567 წელს მან საიტოს კლანიც დაამარცხა და მათი ტერიტორიები შეიერთა. შოგუნის მემკვიდრე აშიკაგა იოშიაკი დედაქალაქ კიოტოდან გააძევეს და მან დახმარება ნობუნაგას სთხოვა. 1568 წელს ამ უკანასკნელმა დაამარცხა მეამბოხეები და იოშიაკის ძალაუფლება დაუბრუნა. მომდევნო წელს ნობუნაგამ კიდევ დაიპყრო არაერთი ტერიტორია, მათ შორის ისეს პროვინცია და ერთ–ერთი უდიდესი ქალაქი საკაი.
ოდა ნობუნაგა
ნობუნაგას მეტი ძალაუფლება სწყუროდა და შოგუნს რიგი მოთხოვნები გაუგზავნა, რომელიც ამ უკანასკნელის ძალაუფლებას ზღუდავდა. იოშიაკი თავიდან დათანხმდა, მაგრამ მალე ნობუნაგას მტრებთან შეკრა კავშირი: აზაის, ასუკარასა და ტაკედას კლანებთან. 1570 წელს ომი დაიწყო. მოუხედავად იმისა, რომ ნობუნაგა ყველანაირ დახმარებას იღებდა ტოკუგავას ძლიერი კლანისგან, იგი მარცხდებოდა პირველ ბრძოლებში. 1573 წელს მისი მოკავშირე ტოკუგავა იეიასუ მიკატაგაჰარას ბრძოლაში დამარცხდა. თუმცა იმავე დროს ავადმყოფობისგან გარდაიცვალა ტაკედას კლანის ლიდერი შინგენი და ამან საშუალება მისცა ნობუნაგას, რომ აზაისა და ასაკურას კლანებს გასწორებოდა. შოგუნი ისევ გააძევეს. 1582 წლისთვის ცენტრალური იაპონიის უდიდესი ნაწილი ნობუნაგას ხელში იყო. მან პორტუგალიელებთან გააბა სავაჭრო ურთიერთობები და მათგან ცეცხლსასროლი იარაღები იყიდა, რითაც არმია კიდევ უფრო გააძლიერა. თოფებმა ნენ–ნელა ჩაანაცვლეს მშვილდ–ისარი. ნობუნაგა ასევე ქრისტინობის გავრცელებასაც უწყობდა ხელს და თვითონ ევროპულად იცვამდა ხოლმე. იგი სასტიკად ეპყრობოდა ბუდისტურ სამღვდელოებას, რამაც განაპირობა მისი დაღუპვა. 1582 წელს მას აუჯანყდა თავისი ერთ–ერთი სარდალი აკეჩი მიცუჰიდე. ნობუნაგა ალყაში აღმოჩნდა კიოტოში და თავი მოიკლა სეპუკუს, იგივე ჰარაკირის მეთოდით.
სამურაი ჰარაკირისთვის ემზადება
ნობუნაგას დიდი მოკავშირეები ტოკუგავა იეიასუ და ტოიოტომი ჰიდეიოში მისი ადგილის დაკავებას ცდილობდნენ. ამათგან ჰიდეიოშიმ მოახერხა მიცუჰიდეს დამარცხება და ოდას კლანის მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა იგი არისტოკრატული წარმოშობის არ იყო და ამიტომ შოგუნი ვერ გახდებოდა. 1585 წელს იგი იმპერიულ რეგენტად იგივე კამპაკუდ გამოცხადდა. 1590 წელს მან ჰოჯოს კლანი დაამარცხა და იაპონია გააერთიანა. იაპონიას ახლა უკვე დაპრყრობითი მადაც გაეხსნა. ჰიდეიოშიმ კორეის დაპყრობა სცადა, თუმცა დამარცხდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან თავისი შვილი ჰიდეცუგუ მემკვიდრედ გამოაცხადა, მაგრამ 1593 წელს მას ახალი ვაჟი შეეძინა, სახელად ჰიდეიორი და ის გამოაცხადა მემკვიდრედ. 1598 წელს ჰიდეიოში ავად გახდა და მაშინვე ხუთი ძლიერი ფეოდალი მიუჩინა თავის შვილს რეგენტებად. იმავე წელს ჰიდეიოში გარდაიცვალა. რეგენტებიდან ყველაზე ძლიერმა ტოკუგავა იეიასუმ კავშირი შეკრა სხვადასხვა კლანებთან. ერთმა რეგენტმა იშიდა მიცუნარიმ ინტრიგების ხლართვა დაიწყო ტოკუგავას წინააღმდეგ და მკვლელიც მიუჩინა, თუმცა უშედეგოდ. ტოკუგავამ ოსაკას ციხესიმაგრე აიღო სადაც ქვეყნის ახალგაზრდა ფორმალური მმართველი ჰირეიოკი იმყოფებოდა. 1600 წელს, ტოკუგავა ოსაკადან გავიდა არმიასთან ერთად. მიცუნარი და სხვა რეგენტები ჰირეიოკის ერთგულებად დარჩნენ.
1600 წლის 21 ოქტომბერს მტრები ერთმანეთს შევხდნენ სეკიგაჰარასთან. გადმოცემის თანახმად ორივე მხარეს 80 000 მეომარი ჰყავდა. როგორც ამბობენ, ტოკუგავას ცხენოსანთა მცირე რაზმმა დაიწყო შეტევა. ეს შეტევა ისეთი მოულოდნელი და სასტიკი იყო, რომ მიცუნარის მომხრე მეომრები შეკრთნენ, მაგრამ მალე მოიკრიბეს გონი და გაანადგურეს ეს რაზმი. მალე ტოკუგავამ ბევრად უფრო დიდი რაზმები გამოგზავნა მტრის წინააღმდეგ. მიცუნარის მეომრებმა თავდაცვითი რკალი შეკრეს მის დასაცავად და უკუაგდეს მტერი. შემდეგ ტოკუგავამ მეთოფეთა რაზმები მიუსია მტრის ცენტრს, მაგრამ მიცუნარიმაც დაახვედრა თავისი მეთოფეები და ეს შეტევაც მოიგერია. ბრძოლის დროს მიცუნარის უღალატა მისმა მოკავშირემ ჰიდეაკიმ და ტოკუგავას მხარეს გადავიდა. მიცუნარი სასტიკად დამარცხდა და დაახლოებით 40 000 კაცი დაკარგა. ტოკუგავამ კი – 5 000. თვითონ მიცუნარიმ ბრძოლის ველიდან გაღწევა მოახერხა, მაგრამ გლეხებმა ჩაიგდეს ტყვედ და ტოკუგავას ბრძანებით თავი მოკვეთეს. სეკიგაჰარას ბრძოლაში გამარჯვებამ ტოკუგავას საშუალება მისცა მთელი ქვეყნის ბატონ–პატრონი გამხდარიყო. ასე დასრულდა მეომარი სამეფოების ეპოქა. ტოკუგავამ წესრიგი და მშვიდობა დაამყარა იაპონიაში, რომელიც 250 წელი გაგრძელდა.
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. Bryant, Anthony (1995). Sekigahara 1600: The Final Struggle For Power. Osprey Campaign Series.
2. Davis, Paul (1999). "Sekigahara, 21 October 1600". 100 Decisive Battles: From Ancient Times to the Present. Oxford University Press.
ტოკუგავა იეიასუ

სეკიგაჰარას ბრძოლის მემორიალი
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. Bryant, Anthony (1995). Sekigahara 1600: The Final Struggle For Power. Osprey Campaign Series.
2. Davis, Paul (1999). "Sekigahara, 21 October 1600". 100 Decisive Battles: From Ancient Times to the Present. Oxford University Press.
No comments:
Post a Comment