ფეოდალურმა დაქსაქსულობამ და ცენტრალური ხელისუფლების არქონამ შუა საუკუნეების იტალია გამუდმებული ომების პოლიგონად აქცია. იტალიური სამეფო–სამთავროები დომინანტობისთვის ერთმანეთს ჟლეტდნენ. ამის გარდა, ევროპის იმპერიებიც ცდილობდნენ იტალიური ტერიტორიების დაუფლებას.
1453 წელს, ასწლიანი ომის დასრულების შემდეგ, რომელშიც საფრანგეთმა ინგლისი დაამარცხა და ყველა დაკარგული ტერიტორია დაიბრუნა, საფრანგეთის მეფე ლუი XI ვალუა ურჩ ქვეშევრდომებს დაერია, მათ შორის ბურგუნდიის ჰერცოგს შარლ გულადს, რომელიც 1477 წელს ბრძოლაში დაიღუპა. მას მემკვიდრედ დარჩა ქალიშვილი მარია მდიდარი. ბურგუნდიის საჰერცოგოს დაუფლებაზე, მეფე ლუის გარდა, გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ III-ც ცდილობდა. მან მარიაზე თავისი შვილი მაქსიმილიანი დააქორწინა და ამით ბურგუნდიაზე გავლენა მოიპოვა. ლუი გაწბილებული დარჩა და ომი წამოიწყო გერმანიის წინააღმდეგ, რომელიც გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა შარლ VIII–მ გააგრძელა. შედეგად ბურგუნდია ორად გაიყვეს მეტოქეებმა. თუმცა ეს ორი ამბიციური სახელმწიფო წყნარად დიდხანს ვერ გაძლებდა.
1494 წელს შარლმა მილანის ჰერცოგისგან ლუდოვიკო სფორცასგან მოწვევა მიიღო, რათა იტალიაში შეჭრილიყო. მეფეც დიდი სიამოვნებით დათანხმდა და ასე დაიწყო იტალიური ომები, რომელიც ექვსი ათეული წელი გაგრძელდა.
1494–1521 წლებში სამი დიდი კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც ესპანეთმა სამხ. იტალია, ნეაპოლი დაიპყრო, ხოლო საფრანგეთმა – მილანის საჰერცოგო. 1515 წელს ფრანსუა I საფრანგეთის მეფე გახდა, ხოლო მომდევნო წელს კარლ V ჰაბსბურგი ესპანეთის მეფედ ეკურთხა და 1519 წელს იგი გერმანიის საღვთო რომის იმპერატორიც გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საფრანგეთი ჰაბსბურგთა ალყაში მოექცა. ომი გარდაუვალი გახდა. 1522 წელს კარლის არმიებმა მილანი აიღეს და ფრანჩესკო სფორცა დასვეს ჰერცოგად. 1524 წელს ფრანგთა მეფე ფრანსუა პირადად გაუძღვა თავის ჯარს და იტალიაში შევიდა. მან ალყა შემოარტყა ქალაქ პავიას, სადაც ჰაბსბურგთა ესპანური გარნიზონი იდგა, და ზარბაზნებით დაიწყო მისი დაბომბვა. გარკვეული დროის შემდეგ, გალავნის ნაწილი დაინგრა და ფრანგები ქალაქში შეიჭრნენ, მაგრამ დამარცხდნენ და ათასი კაცი დაკარგეს. ფრანსუამ დროებით უკან დახევა ბრძანა, მაგრამ ალყა გრძელდებოდა. ამასობაში კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ზარბაზნებს ვეღარ იყენებდნენ. ფრანგთა მეფე მაინც არ ცხრებოდა და ალყას აგრძელებდა იმ იმედით, რომ ალყაში მოქცეულებს სურსათი გამოელეოდათ. თუმცა, 1525 წლის იანვარში ესპანელებს დამხმარე ძალები მოუვიდათ და ფრანგებს მოადგნენ უკნიდან. სასტიკ ბრძოლაში ფრანგები განადგურდნენ და ფრანსუა ტყვედაც კი ჩავარდა.
ფრანსუა იძულებული გახდა დაეთმო კარლისთვის მილანისა და ბურგუნდიის საჰერცოგოები. ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფრანსუამ გადათქვა თავისი პირობა და ომი განაახლა, რომელიც შემდეგ მისმა მემკვიდრემ ანრი II-მ განაგრძო. ხანგრძლივმა ომმა ფინანსურად გამოფიტა მებრძოლი მხარეები და 1559 წელს ზავი დაიდო, რის შედეგად საფრანგეთი გაძევებულ იქნა იტალიიდან, რომლის ჩრდ. და სამხ. ნაწილში დიდი ხნით გაბატონდა ესპანეთი. იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცებული დარჩა.
კახი გაგნიძე
ბიბლიოგრაფია:
1. Oman, Charles. A History of the Art of War in the Sixteenth Century. 1937.
2. Taylor, Frederik Lewis. The Art of War in Italy. 1494 - 1529. Westport, Conn.: Greenwood Press. 1973.

იტალია 1494 წ.

ბრძოლა პავიასთან 1525 წ.